ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ბოლნისელებმა 2:1 მოუგეს “ჩიხურას”, ის თამაში გოშაძემ ისე ჩაატარა, ბევრი დიდი მეკარე რომ არ იტყოდა უარს. ერთ რამედ ღირდა მისი “სეივების” ნახვა. გუშინ “ლელო” ოთო გოშაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:
მორიგი ტრანსფერი – რატი ცაცკრიალაშვილი სიონისთვის გაიტანს
სიონის რიგებს რატი ცაცკრილაშვილი შეემატა. 25 წლის ნახევარმცველი ბოლნისურ კლუბში, იჯარის წესით, ბათუმის დინამოდან გადმოვიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბათუმის დინამოს მაისურით 4-ჯერ ითამაშა. გასულ სეზონში კი, ლიგა 2-ის ბინადარ გაგრაში
სიონის ექიმს უეფას სერტიფიკატი გადაეცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, 28-29 ივნისს დავით პეტრიაშვილი სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში
ლაშამ მანაგაძე კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს
ლაშა მანაგაძე, რომელიც წლების განმავლობაში ბოლნისის სიონის ღირსებას იცავს, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით, ლიგა 2-ის ბინადარ გაგრაში ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე შედგა.
ბექა გვარაძე სიონის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს
ბექა გვარაძე სიონის ღირსებას დაიცავს. ახალგაზრდა ნახევარმცველი სიონში საბურთალოდან იჯარის წესით გადმობარგდა. იგი ბოლნისური კლუბისთვის სეზონის ბოლომდე გაირჯება.
წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაციის დროა! ხვალ, “თამაზ” სტეფანიაზე” ქვემო ქართლელთა დუელი გაიმართება
ბოლნისის სიონი, ხვალ “კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, მორიგ შეხვედრას გამართავს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი რუსთავს “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებს. ქვემო ქართლელთა დაპირისპირება 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას – TV O₂ და Erovnuliliga.ge-ი განახორციელებს.
87-ე წუთის ეფექტი ვიტ ჯორჯიასთან
მიმდინარე ჩემპიონატში სიონი ვიტ ჯორჯიას ორჯერ დაუპირისპირდა. ორჯერვე ბოლნისელთა გამარჯვებით და ერთნაირი ანგარიშით – 1-0 დასრულდა. ორივე შეხვედრაში გოლები 87-ე წუთზე გავიდა.
სიონი სამი ქულისთვის მოქმედ ჩემპიონთან იბრძოლებს
“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” პირველი წრის ბოლო ტურში, ბოლნისის სიონი მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, 20 აპრილს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 16:00 საათზე გაიმართება.
სიონი White Card-ის კამპანიაში ჩაერთო
სპორტი მშვიდობის დამკვიდრებისთვის და განვითარებისთვის. უჩვენე თეთრი ბარათი და ჩაერთე სპორტის დღისათვის მიძღვნილ კამპანიაში. 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ქვემო ქართლელები დაზავდნენ – 1-1
“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეექვსე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონი” რუსთავს ესტუმრა და ქულა მოიპოვა. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი შეხვედრას, მე-6 წუთზე, ჯაბა უგულავას გატანილი გოლით იგებდა, თუმცა 39-ე წუთზე ჩოგაძემ დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.