საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი 1936 წელს დაარსდა. ეროვნულ ჩემპიონატში კი, 1995 წლიდან გამოდის. თავდაპირველად ბოლნისური კლუბი საშუალო დონეზე თამაშობდა, 2000-იან წლების დასაწყისში „სიონში“ ინვესტიციები ჩაიდო, რამაც დიდი როლი იქონია კლუბის წარმატებასა და შედეგებზე. „სიონი“ 2003 წელს საქართველოს თასის ფინალში გავიდა, თუმცა „დინამო“ თბილისთან, ანგარიშით – 1–3 დამარცხდა. ვინაიდან „დინამო“ ამავე წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. „სიონმა“ როგორც თასის ფინალისტმა, არსებობის განმავლობაში, პირველად, უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, თუმცა „პოხოვასთან“ დამარცხდა და გათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. 2004 წელს ბოლნისის „სიონს“ ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის „ოქროს მატჩში“ „ვიტ ჯორჯიასთან“ სკანდალურად დამარცხდა და მეორე ადგილიც ჩამოერთვა. ბოლნისური კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული 2005-2006 წლების სეზონი გამოდგა: „სიონმა“, კახაბერ ცხადაძის თავკაცობით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა აზერბაიჯანის „ბაკი“ დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ბულგარულ „ლევსკისთან“ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. 2015-2016 წელების სეზონში „სიონმა“ საქართველოს თასის ფინალის საგზური მოიპოვა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელბის სტადიონზე, „დინამო“ თბილისთან მინიმალური ანგარიშთ 1-0 დამარცხდა. რადგან „დინამო“ თბილისი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, სუპერთასის ფინალში თამაშის უფლება სწორედ, „დინამოსთან“ ერთად, „სიონს“ ეკუთვნოდა, თუმცა სფფ-ის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ დებულებაში, სუპერთასისი მატჩი შეტანილი იყო, არ ჩატარებულა. კლუბისთვის ყველაზე წარმუმატებელი 2016 წელი გამოდგა. გარდამავალ ჩემპიონატის პლეი აუტში, ქობულეთის „შუქურასთან“ დამარცხდა და ისტორიაში პირველად გავარდა უმაღლესი ლიგიდან. კლუბში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ბოლნისური კლუბი ზუსტად ერთ წელში დაუბრუნდა ელიტალურ ლიგას. ამჟამად კლუბი საუკეთესო ათეუში გამოდის. საფეხბურთო კლუბი ბოლნისის „სიონი“ ტრადიციული კლუბია, რომელიც მუდამ ზრუნავს რეგიონში, ფეხბურთის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაზე, ახალგარზდების მოზიდვაზე და მათ ჩართულობაზე. „სიონი“ საშუალო გუნდია, რომელიც ყოველთვს მაღალი მიზნებისთვის იბრძის. კლუბისთვის მნიშვნელოვნია შიდა ჩემპიონატში მოიპოვოს საპრიზო ადგილები და გავიდეს საერთაშორისო ტურნირებზე, რაც არსებობის განმავლობაში, მხოლოდ სამჯერ შეძლო.