ბექა გვარაძე სიონის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს

ბექა გვარაძე სიონის ღირსებას დაიცავს. ახალგაზრდა ნახევარმცველი სიონში საბურთალოდან იჯარის წესით გადმობარგდა. იგი ბოლნისური კლუბისთვის სეზონის ბოლომდე გაირჯება.

გვარაძემ შრომით ხელშეკრულება კლუბთან უკვე გააფორმა და  სიონის შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს. ფეხბურთელი 29 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ბექა საბურთალოს აკადემიის აღზრდილია. მან საბურთალოელთა შემადგენლობაში 8-ჯერ ითამაშა. აქედან, 2-ჯერ  ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, ხოლო 6-ჯერ ცვლილებაზე შევიდა.