ახალწვეულები და ახალი იმედები. სიონი ტორპედოს წყალტუბოში ესტუმრება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ბოლნისის სიონი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. შეხვედრა, 22 ივნისს, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება. 

სიონის რიგებს ვილი ისიანი და დავით თარგამაძე უბრუნდებიან, მათ დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურათ. სამწუხაროდ, გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება ლევან ხმალაძე.

ჩემპიონატის მესამე წრეს სიონი სიახლეებით ხვდება. გუნდში ორი ახალწვეულია. თეიმურაზ შალამბერიძემ  გუნდის გასაძლიერებლად ბათუმიდან, მეკარე, ოთო გოშაძე მოიწვია. ბექა გვარაძემ კი, თავისი პირველი შეხვედრა, საქართველოს თასის გათამაშებაში ჩაატარა.

18 ტურის შემდეგ, სიონს, 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა. ბოლნისურ კლუბს, ხვალინდელ შეხვედრაში მოგება მართებს, სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია  გუნდი პლეი აუტის ზონაში აღმოჩნდეს.