ლაშამ მანაგაძე კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს 

ლაშა მანაგაძე, რომელიც წლების განმავლობაში ბოლნისის სიონის ღირსებას იცავს, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით,  ლიგა 2-ის ბინადარ გაგრაში ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე შედგა. 24 წლის ნახევარმცველს გაგრელთა რიგებში ასპარეზობის უფლება უკვე აქვს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა სიონის შემადგენლობაში 8-ჯერ ითამაშა.