სიონის ექიმს უეფას სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, 28-29 ივნისს დავით პეტრიაშვილი სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში დასაქმებული ექიმებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა.
სემინარში მონაწილეობა ჩვენი გუნდის ექიმმა ნიკოლოზ შენგელიამ მიიღო და კურსის წარმატებით გავლისათვის უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.