წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაციის დროა! ხვალ, “თამაზ” სტეფანიაზე” ქვემო ქართლელთა დუელი გაიმართება 

ბოლნისის სიონი, ხვალ “კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, მორიგ შეხვედრას გამართავს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი რუსთავს “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებს. ქვემო ქართლელთა დაპირისპირება 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას – TV O₂ და  Erovnuliliga.ge-ი განახორციელებს. 

მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს მეექვსე ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრე – 1-1 დასრულდა. ბოლნისელთაგან გოლი ჯაბა უგულავამ გაიტანა. აღნიშნულ დაპირისპირებაში რუსთაველებს ბადრი კვარაცხელია მოძღვრავდა. ამჯერად რუსთაველები  ბოლნისელებთან სამი ქულისთვის ვარლამ კილასონიასთან ერთად იბრძოლებენ.

თოთხმეტი ტურის შემდეგ, სიონი ოცი ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო ჩვენი გუნდის მეტოქე ათი  ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

ხვალინდელ დაპირისირებას ყრუაშვილი განსჯის, მას უკლება ახვლედიანი და ვარდიძე (სათადარიგო) დაეხმარებიან.