ეროვნული ლიგის 1-ის 23–ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” , “რუსთავს” თბილისში, “მიხეილ მესხი 2”–ზე უმასპინძლა და გამანადგურებელი სხვაობით – 4-0 დამარცხდა.
ეროვნული ლიგის 1-ის 23–ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” , “რუსთავს” თბილისში, “მიხეილ მესხი 2”–ზე უმასპინძლა და გამანადგურებელი სხვაობით – 4-0 დამარცხდა.
გურამ გიორბელიძე, გიორგი ჩოჩიშვილი და ლუკა ნოზაძე, სიონის ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ახალგაზრდული ნაკრების მაისურს 7 და 11 სექტემბერს მოირგებენ.
ეროვნული ლიგა 1-ის 22-ე ტური, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე. დილასა და სიონის მატჩით დასრულდა. შეხვედრა ანგარიშით – 0-0 დასრულდა.
სპორტულმა ვებ გვერდმა adjara sport-მა 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში სამი ბოლნისელი დაასახელა. საუკეთესო თერთმეტეულში, გოლის ავტორები – ალექსანდრე კოშკაძე და დავით კირკიტაძე მოხვდნენ.
ბოლნისის სიონმა მორიგი სამი ქულა უშუალო კონკურენტთან, ფოთის კოლხეთთან მოიპოვა. 21-ე ტურის შეხვედრაში, თემურ შალამბერიძის გუნდმა ფოთელებს, მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლა და ანგარიშით – 2-0 დაამარცხა.
სპორტულმა ვებ გვერდმა adjara sport-მა, ეროვნული ლიგა 1-ის, მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ორი ბოლნისელი ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში არიან – დავით კირკიტაძე და ლუკა ნოზაძე. ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი, ბოლნისის “სიონის” ახალი თავკაცი თეიმურაზ შალამბერიძე დასახელდა. მე-20 ტურში ბოლნისის “სიონი” მიხეილ მესხი 2-ზე “სამტრედიას” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით – 4-0 დაამარცხა. შეხვედრაში ბოლნისელთა ახალწვეულმა, დავით კირკიტაძემ ჰეთრიკი
ბოლნისელებმა დღევანდელ ვარჯიშზე ფიზ – მომზადების ტესტი ჩააბარეს. პოლარის მოხმარებაში კი ჩვენს კლუბს ასაკობრივი ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელი, ბონდო გოცირიძე დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ პოლარის სისტემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ლიგა-1-სა და ლიგა-2-ის ყველა კლუბს საჩუქრად გადასცა.
ეროვნული ლიგა 3 აგვისტოს განახლდება. ბოლნისის “სიონი” მესამე წრის პირველ შეხვედრას, 4 აგვისტოს, სტუმრად, “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, “მიხეილ მესხზე“,
ეროვნული ლიგა 1-ის განახლებამდე, ბოლნისის “სიონმა” ბოლო საკონტროლო შეხვედრა, ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ქობულეთის “შუქურასთან” გამართა. ამხანაგური მატჩი, ამხანაგური ანგარიშით დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი ბოლნისის “სიონში” ითამაშებს. იგი ბოლოს სლოვაკეთის “ზლატე მორავცეში” თამაშობდა. მანამდე კი პრაღის “სლავიაში” იყო.