ქულა გორიდან

ეროვნული ლიგა 1-ის 22-ე ტური, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე. დილასა და სიონის მატჩით დასრულდა. შეხვედრა ანგარიშით – 0-0 დასრულდა. 

თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი, ზედიზედ მესამე ტურია კარის მშრალად შენახვა ახერხებენ, მათ ბოლო სამ თამაშში ექვსი გოლის გაიტანეს.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა სიონის კაპიტან წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. გუნდის კაპიტანმა, მეტოქე ფეხბურთელის ქმედება გააპროტესტა, რომელმაც მსაჯის მითითების გარეშე ბურთი გაითამაშა, სანაცვლოდ კი, მან წითელი ბარათი მიიღო.

ამ დაპირისპირებაში სიონს მოგება მართებდა, შალამბერიძის შეგირდებმა, ბევრჯერ შექმნეს სახიფათო მომენტი მასპინძელთა კართან, თუმცა მიზანს ვერც ერთხელ უწიეს.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ, სიონი 20 ქულით მერვე ადგილზეა და რუსთავს 2 ქულით ჩამორჩება.

სიონი მორიგ შეხვედრას, 2 სექტემბერს, მიხეილ მესხი 2-ზე, რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. 

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”.
დილა – სიონი 0-0

გაფრთხილება: გიორბელიძე (40), დათუნაიშვილი (55), ხმალაძე (45) (სამივე სიონი), გოგუა (51) (დილა);

გაძევება: ლევან ხმალაძე (87)

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გადრანი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე (კ), გოგიტა გოგუა (ნოდარ ქავთარაძე 75), ლევან ნონიკაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, გურამ სამუშია (დავით რაჟამაშვილი 46), ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი, გაირა ჯუფი (მიკოლა კოვტალიუკი 46)

მთავარი  მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე (გიორგი მიქაბერიძე 81), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, სერგეი ტრეტიაკი (ბიძინა მახარობლიძე 46), ვილი ისიანი (გულვერდ თომაშვილი 90+2), გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი