ბოლნისელებს ახალაზრდულ ნაკრებში უხმეს

გურამ გიორბელიძე, გიორგი ჩოჩიშვილი და ლუკა ნოზაძე, სიონის ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ახალგაზრდული ნაკრების მაისურს 7 და 11 სექტემბერს მოირგებენ. 21-წლამდელთა ნაკრებში, ეროვნული ლიგიდან გამოძახებული ფეხბურთელების რაოდენობით, ბოლნისის სიონი მეორე ადგილზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბმა სელექცა წარმატებით განახორციელა. გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზმა შედეგი გამოიღო. ბოლნისის სიონის აღზრდილი გურამ გიორბელიძე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, მისი თამაში ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გიორბელიძეს 21-წლამდელებში მეოთხედ უხმეს.

ლუკა ნოზაძე, რომელიც სიონს გასულ სეზონში შემოუერთდა, გუნდთან ერთად დიდი პროგრესი განიცადა, იგი ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ყალიბდება.

ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს სიონის ახალწვეულს გიორგი ჩოჩიშვილს, რომელმაც გუნდის მაისური უკვე მოირგო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი სასიახრულოა, როგორც კლუბისთვის, ისე გულშემატკივრისთვის და დიდი მოტივაციაა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.

21-წლამდელები ევროპის შესარჩევ ეტაპზე, 7 სექტემბერს ლიეტვუას დაუპირისპირდებიან, ხოლო 11 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს მალტასთან გამართავენ.