ბოლნისის სიონი, ხვალ 3 აპრილს, მეექვსე ტურის შეხვედრას რუსთავთან გამართავს. ქვემო ქართლის გუნდების დუელი, რუსთავში 19:00 საათზე დაიწყება.
21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების
დავით თარგამაძე სიონისთვის გაირჯება
ბოლნისის სიონის კიდევ ერთი ახალწვეული 29 წლის დავით თარგამაძეა, რომელიც გასულ სეზონში საბურთალოში გამოდიოდა. ფეხბურთელმა ბოლნისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შემტევი ნახევარმცველი სიონის რიგებში 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
სიხარულიამ გაიტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, გაზეთმა “ლელომ” ბოლნისის სიონის ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესოთა შორის მოხვდა 26 წლის ნახევარმცველი, ზვიად სიხარულია,
ცეცაძემ ხეცურიანი გამოიძახა
22 და 26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ სლოვენიას შეხვდება, შემდეგ კი ისრაელს უმასპუნძლებს .
“შეგვეძლო თამაში მეორე ტაიმში გადაგვერჩინა” – თეიმურაზ შალამბერიძე
თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისის ტორპედოსთან თამაში 3-2 დათმო. მატჩის შემდეგ სიონის თავკაცმა შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მეორე ტაიმი უკეთესად ითამაშა და შეიძლებოდა ქულის გადარჩენა.
ეროვნული ლიგის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება
საქართველოს ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება. ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს ახალი მთავარი პარტნიორი ჰყავს.
თეიმურაზ შალამბერიძის ინტერვიუ გაზეთ “ლელოსთან”
სიონის მთავარმა მწვრთნელმა გაზეთ “ლელოსთან” თურქული შეკრება შეაფასა. მისი თქმით, უცხოური შეკრება მნიშვნელოვანია ფეხბურთელების შესაძლებლობების გასარკვევად და მიაჩნია, რომ გუნდი ფორმის პიკს 5-6 თამაშში მიაღწევს. შალამბერიძე ინტერვიუში ამბობს, რომ “სიონი” წელს ორმაგად ძლიერია…
სამი გატანილი და სამი გაშვებული გოლი – ამხანაგური მატჩი ჰელსინგორთან
ბოლნისის სიონმა თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი დანიურ ჰელსინგორს ეთამაშა. პირველი ნახევარი ბოლნისელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
ზვიად სიხარულია ახალი სათამაშო ნომრით იასპარეზებს
ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ეროვნული ლიგის ახალ სეზონიდან ფეხბურთელები 1-დან 40-მდე დანომრილი მაისურებით იასპარეზებენ. ეს სიახლე ჩვენს გუნდში ერთადერთ ნომერს შეეხო. 77 ნომრით მოასპარეზე ნახევარმცველი ზვიად სიხარულია ახალი სეზონიდან 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.