“შეგვეძლო თამაში მეორე ტაიმში გადაგვერჩინა” – თეიმურაზ შალამბერიძე

თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისის ტორპედოსთან თამაში 3-2 დათმო. მატჩის შემდეგ სიონის თავკაცმა შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მეორე ტაიმი უკეთესად ითამაშა და შეიძლებოდა ქულის გადარჩენა. 

“შეხვედრის პირველი ნახევარი დავთმეთ, მაგრამ შეგვეძლო თამაში მეორე ტაიმში გადაგვერჩინა.გვქონდა საგოლე მომენტებიც, მაგრამ რეალიზება სამწუხაროდ ვერ შევძელით. ქუთაისის ტორპედო ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და მათ წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი, შემდეგი თამაში  შინ გვაქვს და ვეცდებით მნიშვნელოვანი გამარჯვება დინამო თბილისთან მოვიპოვოთ”, – აღნიშნა შალამბერიძემ.

სიონი მორიგ შეხვედრას, 6 მარტს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართავს.