ცეცაძემ ხეცურიანი გამოიძახა

22 და 26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ სლოვენიას შეხვდება, შემდეგ  კი ისრაელს უმასპუნძლებს . ორივე ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრებისთვის გია ცეცაძემ ბოლნისის სიონის მცველს გივი ხეცურიანს უხმო.  ხეცურიანი ასაკობრივ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი მთავარ გუნდში გასულ სეზონში დაწინაურდა. მისი დებიუტი  “დინამო არენაზე” დინამო თბილისის წინააღმდეგ შედგა, სადა გოლის გატანა შეძლო.