დავით თარგამაძე სიონისთვის გაირჯება

ბოლნისის სიონის კიდევ ერთი ახალწვეული 29 წლის დავით თარგამაძეა, რომელიც გასულ სეზონში საბურთალოში გამოდიოდა. ფეხბურთელმა ბოლნისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.  შემტევი ნახევარმცველი სიონის რიგებში 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

დავით თარგამაძეს ეროვნულ ნაკრების მაისური 19-ჯერ აქვს მორგებული. იგი საბურთალომდე უკრაინული “ოლექსანდრიას” ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე სხვა და სხვა დროს “მარიუპოლში” “შახტარსა” და “ფრაიბურგში” უთამაშია.