საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ს/კ ,,სიონმა” 2020-2021 წლის უეფას ლიცენზირების პროცესი წარმატებით გაიარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ს/კ ,,სიონმა” 2020-2021 წლის უეფას ლიცენზირების პროცესი წარმატებით გაიარა.
საფეხბურთო კლუბი ბოლნისის “სიონი” საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. კლუბის ფეხბურთელებმა და ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით, დღეს, 40 სასურსათო პაკეტი შეიძინა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა.
3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. ბოლნისის “სიონის” დირექტორმა ლევან სანიკიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლნისელ გულშემატკივარს თხოვნით მიმართა,
ბოლნისის “სიონის” დირექტორმა ლევან სანიკიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არცერთი მატჩი, გამარჯვება თუ ტიტული არ ღირს ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ფასად.
ბოლნისის “სიონი” ახალი სეზონისთვის 12 თებერვლიდან ემზადება. ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. დავით ქოქიაშვილმა თავისი შეგირდები “ბორჯომთან” და “გორთან” გამოსცადა.
ოფიციალურად დავით ქოქიაშვილი ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელია. 37 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა და ხვალიდან უკვე,
ბოლნისის “სიონს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამიერიდან კლუბს ლევან სანიკიძე უხელმძღვანელებს. “ბოლნისის ,,სიონში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გაკეთდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან მივიღე ნდობა და ჩავიბარე გუნდი. ეს მხარე ჩემთვის უცხო არაა. როგორც ფეხბურთელმა “სიონში” 4 წელი გავატარე. წლების შემდეგ ისევ “სიონში” დავბრუნდი, ამჯერად სხვა ეტაპზე და სხვა გამოწვევებით. იმედი მაქვს ჩემი ამ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში, ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელს – ლაშა უგრეხელიძეს უხმეს.
თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, დღეს, დიდი ბრძოლა გაიმართება. ქვემო ქართლის გუნდების დაპირისპირებაში, სამ ქულას ოქროს ფასი აქვს. სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება. ამ მომენტისთვის კი, “სიონი” და “რუსთავი” გათამაშების ცხრილში მეზობლები არიან და სახიფათო ზონიდან თავის დაღწევას ცდილობენ.