“სიონის” დირექტორი ლევან სანიკიძე მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანს და მერს დავით შერაზადიშვილს შეხვდა

დღეს, ბოლნისის მერთან, დავით შერაზადიშვილთან  და ბოლნისის მაჟორიტართან გოგი მეშველიანთან , “სიონის” დირექტორმა ლევან სანიკიძემ  ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშრებით ისაუბრა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1 – 25 ივნისს განახლდება, ხოლო ეროვნული ლიგა-2, სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის „სიონი“ უკვე ემზადება . ფეხბურთელები ვარჯიშს დიღმის ტყე-პარკში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით გადიან.

ფოტო გამოყენებულია: