საქართველოს თასზე ასპარეზობას სიონი დიდუბე 2014-ით იწყებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა, დღეს გაიმართა.

​წილისყრის პროცესში მონაწილეობა ლიგა 4-დან თექვსმეტმა, ლიგა 3-დან და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან კი ათ-ათმა გუნდმა მიიღო. ჩვენი გუნდი პირველ ეტაპზე “დიდუბე 2014”-ს დაუპირისპირდება.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩები 22 აგვისტოს გაიმართება.