“სიონი” საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის “სიონი” საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. კლუბის ფეხბურთელებმა და ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით, დღეს, 40 სასურსათო პაკეტი შეიძინა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა. 

” ჩვენ გავაკეთეთ სიკეთე, როგორც მთავარი მოტივაცია ცხოვრებაში. სიკეთე გადამდები უნდა იყოს, ამიტომ დღეს, ჩვენ მცირედით დავეხმარეთ, იმ ადამიანებს, რომლებსაც, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. ჩვენი გუნდი სამომავლოდაც გეგმავს საქველმოქმედო აქციებში ჩართვას.

ვიმედოვნებ, პანდემია მალე გადაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით,”-აღნიშნა “სიონის” დირექტორმა ლევან სანიკიძემ.