გურამ გიორბელიძე, გიორგი ჩოჩიშვილი და ლუკა ნოზაძე, სიონის ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ახალგაზრდული ნაკრების მაისურს 7 და 11 სექტემბერს მოირგებენ.
ქულა გორიდან
ეროვნული ლიგა 1-ის 22-ე ტური, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე. დილასა და სიონის მატჩით დასრულდა. შეხვედრა ანგარიშით – 0-0 დასრულდა.
ზედიზედ მეორედ, ტურის საუკეთესო მწვრთნელი თეიმურაზ შალამბერიძე გახდა
სპორტულმა ვებ გვერდმა adjara sport-მა 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში სამი ბოლნისელი დაასახელა. საუკეთესო თერთმეტეულში, გოლის ავტორები – ალექსანდრე კოშკაძე და დავით კირკიტაძე მოხვდნენ.
მორიგი სამი ქულა – “კოლხეთი” დამარცხებულია
ბოლნისის სიონმა მორიგი სამი ქულა უშუალო კონკურენტთან, ფოთის კოლხეთთან მოიპოვა. 21-ე ტურის შეხვედრაში, თემურ შალამბერიძის გუნდმა ფოთელებს, მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლა და ანგარიშით – 2-0 დაამარცხა.
ბოლნისელები ტურის სიმბოლურში
სპორტულმა ვებ გვერდმა adjara sport-მა, ეროვნული ლიგა 1-ის, მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ორი ბოლნისელი ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში არიან – დავით კირკიტაძე და ლუკა ნოზაძე. ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი, ბოლნისის “სიონის” ახალი თავკაცი თეიმურაზ შალამბერიძე დასახელდა. მე-20 ტურში ბოლნისის “სიონი” მიხეილ მესხი 2-ზე “სამტრედიას” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით – 4-0 დაამარცხა. შეხვედრაში ბოლნისელთა ახალწვეულმა, დავით კირკიტაძემ ჰეთრიკი
ბრძოლა სამი ქულისთვის – სამტრედია vs სიონი
ეროვნული ლიგა 1-ის მე-20 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი” “სამტრედიას” მიხეილ მესხი 2-ზე დაუპირისპირდება. შეხვედრა, 17:30 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE-ი განახორციელებს.
ლექსო ინწკირველი მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსს გადის
სასტუმრო „მოხალისეში“, დღეს უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებული კურსი დაიწყო. უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებულ კურსს ამ ეტაპზე 20 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის,
უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის დასრულდა
სასტუმრო მოხალისეში სფფ-ის ახალი საგანმანათლებლო პროგამის „უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის“ პირველი გამოშვება დასრულდა. 2-დან 6 აგვისტოს ჩათვლით, უეფადან მოწვეულმა
“სიონმა პოლარის ანალიტიკური სისტემა დღეს პირველად გამოიყენა
ბოლნისელებმა დღევანდელ ვარჯიშზე ფიზ – მომზადების ტესტი ჩააბარეს. პოლარის მოხმარებაში კი ჩვენს კლუბს ასაკობრივი ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელი, ბონდო გოცირიძე დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ პოლარის სისტემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ლიგა-1-სა და ლიგა-2-ის ყველა კლუბს საჩუქრად გადასცა.
ჩვენ გვახსოვს – 08.08.08
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა.