ლექსო ინწკირველი მწვრთნელთა განათლების  A ლიცენზიის კურსს  გადის 

სასტუმრო „მოხალისეში“, დღეს უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებული კურსი დაიწყო. უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებულ კურსს ამ ეტაპზე 20 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის, რომელთა შორის ბოლნისის “სიონის” მწვრთნელი ლექსო ინწკირველია.

ახალი სისტემით სასწავლო კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მწვრთნელებს ლიცენზირების პროცესში 4 ტუტორი დაეხმარებათ. კურსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ.

მსმენელებს ერთწლიანი სასწავლო კურსის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას ერთ-ერთი უმაღლესი სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.