ლაშა მანაგაძე, რომელიც წლების განმავლობაში ბოლნისის სიონის ღირსებას იცავს, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით, ლიგა 2-ის ბინადარ გაგრაში ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე შედგა. 24 წლის ნახევარმცველს გაგრელთა რიგებში ასპარეზობის უფლება უკვე აქვს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა სიონის შემადგენლობაში 8-ჯერ ითამაშა.