სიონი უკვე ანტალიაშია

ბოლნისის სიონი ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ბელეკში, კერძოდ Limak Atlantis De Luxe Hotel and Resort-ში გაემგზავრა და დაბინავდა. გუნდმა საღამოს პირველი მსუბუქი ვარჯიში გამართა. ხვალიდან კი, ბოლნისელები სრული დატვირთვით შეუდგებიან ახალი სეზონისთვის მზადებას.