ზვიად სიხარულია ახალი სათამაშო ნომრით იასპარეზებს

ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ეროვნული ლიგის ახალ სეზონიდან ფეხბურთელები 1-დან 40-მდე დანომრილი მაისურებით იასპარეზებენ. ეს სიახლე ჩვენს გუნდში ერთადერთ ნომერს შეეხო.  77 ნომრით მოასპარეზე ნახევარმცველი ზვიად სიხარულია ახალი სეზონიდან 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.