სიონი ანტალიაში გაემგზავრა

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი, დღეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც ორ კვირიან  მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 

გუნდის მთავარი მწვრთნელის, თეიმურაზ შალამბერიძის გადაწყვეტილებით, თურქულ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის 9 ახალწვეულია.

მეკარეები:

თორნიკე ზარქუა, ლევან ისიანი;

მცველები:

გულვერდ თომაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე, გივი ხეცურიანი, გიორგი ხვადაგიანი,

ლაშა უგრეხელიძე, ანზორ სუხიაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ალექსანდრე საგანელიძე;

ნახევარმცველები:

ლევან ხმალაძე, ზვიად სიხარულია, თორნიკე თარხნიშვილი, ვაჟა ქიქავა, ლაშა მანაგაძე,

დავით კირკიტაძე, ლაშა ლეჟავა;

თავდამსხმელები:

თამაზ მაქაცარია, ვილი ისიანი, ჯაბა უგულავა;