ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურის შეხვედრა, სიონმა“, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართა. შეხვედრა, ბოლნისელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში 54-ე წუთზე გიორგი უგრეხელიძის პასით თორნიკე მუმლაძემ გახსნა. 86-ე წუთზე კი, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი. ნუგზარ სპანდერაშვილის პასი, ნიკოლოზ ღამბარაშვილმა გოლად აქცია.
26 ტურის შემდეგ, სიონმა 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე დაწინაურდა.