სამტრედიას ამხანაგურ შეხვედრაში მოვუგეთ

ინტერის აკადემიაში, დღეს, გიორგი ოქროპირიძის გუნდმა, ამხანაგურ შეხვედრაში, სამტრედია 3-1 დაამარცხა. გოლებით თავი – მუმლაძემ, აბულაძემ და ღამბარაშვილმა გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, ეროვნული ლიგა 2 15 სექტემბერს განახლდება. ჩვენი გუნდი კი, 16 სექტემბერს, მარტვილის მერანს ესტუმრება. მატჩი ახალი დროით, 16:00 საათზე დაიწყება.