შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან

18 იანვარს, სასტუმრო პარაგრაფში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას 2024 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სეზონისწინა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო რამდენიმე კლუბის ინიციატივას პროფესიულ კლუბთა გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ.