საქართველოს ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება. ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს ახალი მთავარი პარტნიორი ჰყავს.
2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან, კომპანია კრისტალბეთი ეროვნული ლიგის ოფიციალური წარმომადგენელი იქნება – “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ დღეიდან იწყება.
მატჩების ტრანსლაცია „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ინტერნეტ პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება, პარალელურად კი მატჩების ნახვის შესაძლებლობა გულშემატკივარს, საცდელი მაუწყებლობის რეჟიმში, საკაბელო ტელევიზიის „O2“-ს საშუალებით ექნება. ტურის ცენტრალური მატჩი, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
სასტუმრო ბილტმორტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო სიონის დირექტორი გიორგი გიორბელიძე.
“მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფაქტი ქართულ ფეხბურთში უპრეცედენტო შემთხვევაა. მისასალმებელია კრისტალბეთის გვერდში დგომა ქართული ფეხბურთისადმი და ვიმედოვნებ ეს სხვა ბიზნეს სექტორისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება, – აღნიშნა გიორბელიძემ “.