ბოლნისის “სიონმა” ამხანაგურ შეხვედრაში, ეროვნულ ლიგა 2-ის ბინადარ “შევარდენთან“, ანგარიშით – 2-0 მოიგო.
ბოლნისელებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში სერგეი ტრეტიაკმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან გახსნა. “სიონი” მალევე გიორგი მიქაბერიძის გოლით დაწინაურდა.
თეიმურაზ შალამბერიძემ “შევარდენის” წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
პირველი ტაიმი: ზარქუა, გურეშიძე, თომაშვილი, მინდორაშვილი, ბაჩიაშვილი, ხმალაძე, დათუნაიშვილი, კოშკაძე, მახარობლიძე, კირკიტაძე, ისიანი;
მეორე ტაიმი: ორთოიძე, გურეშიძე, თომაშვილი, ბაჩიაშვილი, ხეცურიანი, ქიქავა, სიხარულია, ლეჟავა, მანაგაძე, მიქაბერიძე, ტრეტიაკი;
ამხანაგურ შეხვედრაში არ იყვნენ – გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე და ლუკა ნოზაძე. სამივე ფეხბურთელი 21-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი.
ეროვნული ლიგა 1-ის მორიგ შეხვედრას, ბოლნისის “სიონი” თბილისის “ლოკომოტივის” წინაღმდეგ გამართავს.