ამხანაგურ მატჩში “სიონმა” “შევარდენი” დაამარცხა

ბოლნისის “სიონმა” ამხანაგურ შეხვედრაში, ეროვნულ ლიგა 2-ის ბინადარ “შევარდენთან“, ანგარიშით – 2-0 მოიგო.

ბოლნისელებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში სერგეი ტრეტიაკმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან გახსნა. “სიონი”  მალევე გიორგი მიქაბერიძის გოლით დაწინაურდა.

თეიმურაზ შალამბერიძემ “შევარდენის” წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: 

პირველი ტაიმი: ზარქუა, გურეშიძე, თომაშვილი, მინდორაშვილი, ბაჩიაშვილი, ხმალაძე, დათუნაიშვილი, კოშკაძე, მახარობლიძე, კირკიტაძე, ისიანი;

მეორე ტაიმი: ორთოიძე, გურეშიძე, თომაშვილი, ბაჩიაშვილი, ხეცურიანი, ქიქავა, სიხარულია, ლეჟავა, მანაგაძე, მიქაბერიძე, ტრეტიაკი;

ამხანაგურ შეხვედრაში არ იყვნენ – გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე და ლუკა ნოზაძე. სამივე ფეხბურთელი 21-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

ეროვნული ლიგა 1-ის მორიგ შეხვედრას, ბოლნისის “სიონი” თბილისის “ლოკომოტივის” წინაღმდეგ გამართავს.