ლოკომოტივი – სიონის მატჩს პაპუნა მაჭარაძე განსჯის

ეროვნული ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის სიონი, მიხეილ მესხი 2-ზე ლოკომოტივს ესტუმრება. მატჩი, ხვალ, 16:30 საათზე გაიმართება და მას შემდეგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება –  მაჭარაძე, სპიცინი, კოკაია, ხერხაძე

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პაპუნა მაჭარაძემ  სიონის მონაწილეობით, ორი თამაში იმსაჯა, სადაც ბოლნისელებმა ერთი მოიგეს და ერთი წააგეს.  მეორე ტურში პაპუნა მაჭარძემ სამტრედია – სიონის შეხვედრაში, სადაც სიონი 1-0 იგებდა,  61-ე წუთზე სამტრედიელთა სასარგებლოდ 11-მეტრიანი დანიშნა, ​თუმცა ივან ფატიჩის დარტყმული სიონის მეკარემ მოიგერია.

სიონსა და ჩიხურას შორის, პაპუნა მაჭარაძემ 11-მეტრიანი დანიშნა, როცა ფეხბურთელებს შორის აშკარა კონტაქტი, საჯარიმო მოედნის მიღმა მოხდა, რაც ვიდეოზეც ნათლად ჩანს. ამავე მატჩის მეორე ტაიმში, ჩიხურას კარში, არ იქნა თერთმეტმეტრიანი დანიშნული , სადაც თვალნათლივ ჩანს, 59-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, ლევან კაკუბავას ხელზე ხვდება . მსაჯის ამ მცდარმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია პროტესტი და კლუბმა ფეხბურთის ფედერაციას ღია წერილითაც მიმართა.

ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ის შეცდომები, რომელბიც გასულ ტურებში იქნა დაშვებული აღარ განმეორდება.