მიმდინარე ჩემპიონატში სიონი ვიტ ჯორჯიას ორჯერ დაუპირისპირდა. ორჯერვე ბოლნისელთა გამარჯვებით და ერთნაირი ანგარიშით – 1-0 დასრულდა. ორივე შეხვედრაში გოლები 87-ე წუთზე გავიდა.
გუნდები ერთმანეთს პირველად მე-4 ტურში დაუპირისპირდნენ. სიონმა ვიტ ჯორჯიას “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლა, სადაც ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე შესულმა ზვიად სიხარულიამ გაიტანა, რომელმაც ანზორ სუხიაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სამ ქულად აქცია.
მე-13 ტურში მართალია შეცვლაზე შევიდა ზვიად სიხარულია, თუმცა ამჯერად “ვეტერინარები”, ისევ 87-ე წუთზე, დათო კირკიტაძემ დაამწუხრა.
თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა ვიტ ჯორჯიასთან 6 ქულა მოიპოვა. სატურნირო ცხრილში კი, 20 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.