ვიტ ჯორჯია vs სიონი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბოლნისის სიონი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება.

შეხვედრა, 14 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე, 20:00 საათზე გაიმართება.

მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს მეოთხე ტურში დაუპირისპირდნენ, რომელიც ბოლნისელთა გამარჯვებით – 1-0 დასრულდა.

თეიმურაზ შალამბერიძემ ცვლილება გამოიცნო. სპეციალისტმა ზვიად სიხარულია მოედანზე 78-ე წუთზე, დავით რაჟამაშვილის ნაცვლად შეიყვანა. სიხარულიამ ანზორ სუხიაშვილის პასზე თავით ზუსტად ითამაშა. გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

სიონმა წინა ტურში გორის დილა ანგარიშით – 2-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა. ჩვენი მეტოქე კი საჩხერის ჩიხურასთან მინიმალური ანგარიშით – 1-0 დამარცხდა. თბილისელები 11 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.