რევანში ასაღებია – სიონი vs ტორპედო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეათე ტურში ბოლნისის სიონი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. შეხვედრა, 25 აპრილს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 16:00 საათზე გაიმართება.

მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს პირველ ტურში დაუპირისპირდნენ.  შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც სიონი ანგარიშით – 3-2 დამარცხდა. ბოლნისელთაგან გოლები ჯაბა უგულავამ და ვილი ისიანმა გაიტანეს.

თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი ცხრა ტურის შემდეგ, ცხრილის მეშვიდე პოზიციაზეა. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ჩხეტიანის გუნდმა 17 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე იმყოფება.

გასულ ტურში სიონი სახლში ჩემპიონთან დამარცხდა. ტორპედომ კი, სტუმრად, ჩიხურას ვერ მოუგო.

“თამაზ სტეფანიაზე” სამი ქულისთვის უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ.