სიონმა შვიდი ფეხბურთელი დაიმატა

ბოლნისის სიონმა ახალი სეზონისთვს მზადება დაიწყო. გუნდმა დღეს, მუხიანის საწვრთნელ ბაზაზე, პირველი ვარჯიში გამართა და შვიდი ახალწვეული წარადგინა-სიონმა მეკარე ლევან ისიანი ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი გაგრადან დაიმატა. მეკარის გარდა, სიონის რიგებს ასევე შეურთდნენ თავდამსხმელი-თამაზ მაქაცარია (სამტრედია), ნახევარმცველები-ანზორ სუხიაშვილი (დილა), დავით რაჟამაშვილი (დილა), თორნიკე თარხნიშვილი (რუსთავი), მცველები-არჩილ ტვილდიანი (თელავი) და ნიკოლოზ აფაქიძე (თელავი).

სიონი იანვრის ბოლომდე თბილისში მოემზადება, ხოლო 8-9 თებერვალს ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 12 დღე დარჩება და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

სიონი ანტალიურ შეკრებამდე თბილისშიც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.