ბოლნისელებს სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდათ 

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა სამედიცინო შემოწმება სითი სპორტში დღეს გაიარა.  

სიონი მესამე დღეა რაც შეიკრიბა და მზადების პირველ ეტაპს მუხიანის საწვრთნელ ბაზაზე გადის. დაგეგმილია რამდენიმე ტესტ-მატჩი, რის შემდეგაც გუნდი მზადების მეორე ეტაპს ანტალიაში გააგრძელებს.