“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში, გაზეთმა “ლელომ” ბოლნისის სიონის ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესოთა შორის მოხვდა 26 წლის ნახევარმცველი, ზვიად სიხარულია, რომლის ერთადერთმა გოლმა სიონს გამარჯვება მოუტანა.
სიონის მთავარმა მწვრთნელმა სიხარულიას მოედანზე 78-ე წუთზე უხმო და შეცვლაც გამოიცნო. ფეხბურთელმა 9 წუთში გუნდი დააწინაურა. მან სუხიაშვილის ჩაწოდებულ ბურთზე თავით ზუსტად ითამაშა.
სიონმა ამ გამარჯვებით შვიდი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.