სიონს ახალი მთავარი მწვრთნელი – თეიმურაზ შალამბერიძე

“სიონი” შეიკრიბა და მესამე წრისთვის მზადებას შეუდგა. ბოლნისურ კლუბში ცვლილებებია, “სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, ამიერიდან გუნდს გამოცდილი სპეციალისტი, თეიმურაზ შალამბერიძე უთავკაცებს. შალამბერიძეს მთავარ მწვრთნელად გორის დილასა და ქობულეთის “შუქურაში” უმუშავია. ბოლოს კი, “საბურთალოს” აკადემიის დირექტორი გახლდათ.

“სიონის რიგებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს, თუმცა ჯერ არცერთ ფეხბურთელთან არაა ხელშეკრულება გაფორმებული. როგორი იქნება ბოლნისელთა საბოლოო ბირთვი, მიმდინარე თვის ბოლოს გაირკვევა.

ეროვნული ლიგა 1-ის მესამე წრის განახლებამდე გუნდი შეკრებას გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

“სიონი” მესამე წრის პირველ შეხვედრას , 3 აგვისტოს, “საბურთალოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.