კობა ჟორჟიკაშვილი ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი აღარაა

კობა ჟორჟიკაშვილსა და ბოლნისის “სიონს” შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. გასულ სეზონში ჟორჟიკაშვილის თავკაცობით “სიონი“ ეროვნულ ლიგა ერთში აღზევდა, წლეულს კი ცუდ მდგომარეობაშია. ბოლნისის გუნდმა 18 შეხვედრაში 13 ქულა დააგროვა და ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ვინ გახდება “სიონის” ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.