საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ს/კ ,,სიონმა” 2020-2021 წლის უეფას ლიცენზირების პროცესი წარმატებით გაიარა.
შეგახსენებთ, რომ “სიონმა” უმაღლესი ლიგა გასულ წელს დატოვა. წელს კი, ბოლნისური კლუბი ლიგა 2-ში ასპარეზობს. ჩემპიონატის შეჩერებამდე გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და ჩემპიონატის განახლებას 4 დაგროვილი ქულით ელოდება.