“სიონი” ქუთაისში დანაკლისით ჩადის

ეროვნული ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრას, ბოლნისის “სიონი”  ქვეყნის ჩემპიონის წინააღმდეგ,  გამართავს. ბოლნისელები ქუთაისში დანაკლისით ჩადიან. თეიმურაზ შალამბერიძეს დისკვალიფიკაციის გამო,  სანდრო გურეშიძე და გიორგი დათუნაიშვილი არ ახლავს.  ტრავმის გამო გუნდს,  ჯაბა უგულავა, ლაშა მანაგაძე და ვაკო ბაჩიაშვილი ვერ დაეხმარებიან. მასპინძლებს კი, მათე ცინცაძე არ ეყოლებათ. 

“ტორპედო” – “სიონის” მატჩს, ჯენერი ხორავა განსჯის, მას მენთეშაშვილი, უკლება და გიორგაძე დაეხმარებიან. 

შეხვედრა, ხვალ, 27 სექტემბერს, ქუთაისში,  რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება.