მარცხი ჩემპიონთან

ეროვნული ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი” ქვეყნის ჩემპიონთან, ქუთაისის “ტორპედოსთან, ანგარიშით – 3-0 დამარცხდა და მდგომარეობა გაირთულა.

26 ტურის შემდეგ,  ბოლნისის “სიონმა”  5 თამაში მოიგო,  15 წააგო და 6 ფრე ითამაშა. დააგროვა 21 ქულა და გათამაშების ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.

“სიონი”  მორიგ შეხვედრას, 1 ოქტომერს, მიხეილ მესხი 2-ზე, საჩხერის “ჩიხურასთან” გამართავს.

ქუთაისი. “რამაზ შენგელია”

ტორპედო – სიონი 3:0

გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (34), 2:0 ლევან კუტალია (58), 3:0 თორნიკე კაპანაძე (64)

ტორპედო:  როინ კვასხვაძე (კაპ), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი , გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, გრიგოლ დოლიძე (არფანგ დაფე 79), მარეკ ჰლინკა, მერაბ გიგაური (გიორგი კუხიანიძე 59), თორნიკე კაპანაძე (მილოშ ლაჩნი 64), ლევან კუტალია

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

სიონი: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა (ზვიად სიხარულია 68), ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე (კაპ), დათო კირკიტაძე (გიორგი მიქაბერიძე 87), გურამ გიორბელიძე, სერგეი ტრეტიაკი (ლაშა ლეჟავა 52), ვილი ისიანი

მთავარ მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

მთავარი არბიტრი: ჯენერი ხორავა