სიონი ორმა ფეხბურთელმა დატოვა

გიორგი დათუნაიშვილი და გურამ მინდორაშვილი ბოლნისის სიონში აღარ ითამაშებენ. კლუბსა და ფეხბურთელებს შორის კონტრაქტი დეკემბერში ამოიწურა. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.

სიონი მადლობას უხდის დათუნაიშვილს და მინდორაშვილს გუნდში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.