ალექსანდრე გურეშიძემ სიონი დატოვა 

ალექსანდრე გურეშიძე ბოლნისის სიონში აღარ ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი დეკემბერში ამოიწურა. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს. 

გურეშიძე სიონს 2018 წელს შემოუერთდა. კლუბის მაისურით 31 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.  23 წლის ფეხბურთელის დებიუტი უმაღლეს ლიგაში, სწორედ ბოლნისის სიონში შედგა.