მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლნისის სიონმა, მუხიანის სარაგბო ბაზაზე, რიგით მესამე ამხანაგური შეხვედრა დღეს გამართა. ბოლნისელების სპარინგ-პარტნიორი ამჯერად გორის დილა იყო, რომელთანაც ანგარიშით – 2-1 (1-1) დამარცხდნენ.
გორელები შეხვედრას სპანდერაშვილის გოლით იგებდნენ, როდესაც საკუთარ საჯარიმოში, წესების დარღვევით, ზვიად სიხარულიას შეჩერება მოუწიათ. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან წონასწორობა ჯაბა უგულავამ აღადგინა. დილა მეორე ტაიმის მიწურულს დაწინაურდა. დაცვის შეცდომით ანდრეი ტიტოვმა ისარგებლა.
მზადების მეორე ეტაპზე, სიონი, 8 თებერვალს გადავა. გუნდი ანტალიაში, კერძოდ ბელეკში მოემზადება, სადაც ოთხი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.