სიონმა პირველი ამხნაგური შეხვედრა გამართა

ბოლნისის სიონმა ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

ჩვენი გუნდი მუხიანის სარაგბო კომპლექსში, ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარს, ქობულეთის შუქურას ესპარინგა. შეხვედრა ფრე – 1-1 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ბოლნისელები დავით კირკიტაძემ დააწინაურა, თუმცა მალევე უპირატესობა გაანიავეს. ანგარიში კურმაშვილმა გაათანაბრა. თავი კარგად გამოიჩინა სიონის ახალწვეულმა ლევან ისიანმა, რომელმაც აჭარლებს თერთმეტმეტრიანი დარტყმული აუღო და რამდენჯერმე შეძლო კარის გადარჩენა.

თეიმურაზ შალამბერიძემ ორი შემადგენლობით ითამაშა.

პირველი ტაიმი: ისიანი, აფაქიძე, უგრეხელიძე, ძოძუაშვილი, საგანელიძე, ქიქავა, ხმალაძე, კირკიტაძე, ჯავახიშვილი, რაჟამაშვილი, მაქაცარია;

მეორე ტაიმი: ისიანი, ხვადაგიანი, ხეცურიანი, ტვილდიანი, სუხიაშვილი, სიხარულია, თარხნიშვილი, მესხი, ბარამიძე, ისიანი, მანაგაძე;

სიონი მეორე ამხანაგურ შეხვედრას რუსთავთან გამართავს.