ეროვნული ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის სიონი, მიხეილ მესხი 2-ზე ლოკომოტივს ესტუმრება. მატჩი, ხვალ, 16:30 საათზე გაიმართება და მას შემდეგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება – მაჭარაძე, სპიცინი, კოკაია, ხერხაძე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პაპუნა მაჭარაძემ სიონის მონაწილეობით, ორი თამაში იმსაჯა, სადაც ბოლნისელებმა ერთი მოიგეს და ერთი წააგეს. მეორე ტურში პაპუნა მაჭარძემ სამტრედია – სიონის შეხვედრაში, სადაც სიონი 1-0 იგებდა, 61-ე წუთზე სამტრედიელთა სასარგებლოდ 11-მეტრიანი დანიშნა, თუმცა ივან ფატიჩის დარტყმული სიონის მეკარემ მოიგერია.
სიონსა და ჩიხურას შორის, პაპუნა მაჭარაძემ 11-მეტრიანი დანიშნა, როცა ფეხბურთელებს შორის აშკარა კონტაქტი, საჯარიმო მოედნის მიღმა მოხდა, რაც ვიდეოზეც ნათლად ჩანს. ამავე მატჩის მეორე ტაიმში, ჩიხურას კარში, არ იქნა თერთმეტმეტრიანი დანიშნული , სადაც თვალნათლივ ჩანს, 59-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, ლევან კაკუბავას ხელზე ხვდება . მსაჯის ამ მცდარმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია პროტესტი და კლუბმა ფეხბურთის ფედერაციას ღია წერილითაც მიმართა.
ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ის შეცდომები, რომელბიც გასულ ტურებში იქნა დაშვებული აღარ განმეორდება.