ლევან სანიკიძე ბოლნისელ გულშემატკივარს მიმართავს

საქართველოს მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვები დააწესა.

ბოლნისის “სიონის” დირექტორმა ლევან სანიკიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით  ბოლნისელ გულშემატკივარს თხოვნით მიმართა, რათა პანიკას არ აყვნენ და დაექვემდებარონ სახელმწიფოს მოთხოვნებს.

“ბოლნისის “სიონის” გულშემატკივარს თხოვნით მივმართავ, რომ არსებულ ვითარებას გაგებით მოვეკიდოთ დავრჩეთ სახლში და თავი შევიკავოთ თავშეყრის ადგილებში გამოჩენისაგან. შევასრულოთ მთავრობისა და დაავადებათა კონტოლის ცენტრის რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მარნეულსა და ბოლნისში გუშინ გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება შემდეგი საკარანტინო შეზღუდვები:

1. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა.
2. გადაადგილება, გარდა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
3. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
იხურება ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

#დარჩისახლში

#დაიცავიპირადიჰიგიენა

​#გავუფრთხილდეთერთმანეთს