“სიონის” დირექტორი სფფ-ის გადაწყვეტილებას იზიარებს – გუნდი ვარჯიშს წყვეტს

ბოლნისის “სიონის” დირექტორმა ლევან სანიკიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არცერთი მატჩი, გამარჯვება თუ ტიტული არ ღირს ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ფასად. 

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის საფრთხის გამო ჩემპიონატის მატჩები გადადოს. ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, სრულიად ვეთანხმები. უპირველესი ადამიანის ჯანმრთელობაა.

მივიღეთ მოთხოვნა, რომ ერთი კვირით კლუბებმა ვარჯიში შეწყვიტონ. ჩვენი კლუბი  იზიარებს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვტილებას  და დროებით ვარჯიშებს წყვეტს”, – განაცხადა სანიკიძემ”