ეროვნული ლიგია ერთის 25-ე ტურში, ბოლნისის “სიონი” “დინამოს” თბილისს ანგარიშით – 0-0 დაუზავდა.
თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა, მეტოქეს არაფერი დაუთმო და ბევრი საგოლე მომენტიც შეუქმნა, თუმცა მიზანს ვერც ერთხელ უწიეს. აღსანიშნავია თორნიკე ზარქუას დამაჯერებელი თამაშიც, მან რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.
“სიონი” სატურნირო ცხრილში, 21 ქულით მე-6 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას კი, 27 სექტემბერს, ქვეყნის ჩემპიონთან, ქუთაისის “ტორპედოსთან” გამართავს.
თბილისი. “მიხეილ მესხი 2”
სიონი – დინამო 0:0
გაფრთხილება: გურეშიძე (5), დათუნაიშვილი (44), კოშკაძე (53), შენგელია (67), მახარობლიძე (80);
სიონი : თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე (ბიძინა მახარობლიძე 78), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე (ლუკა ნოზაძე 90+2), სერგეი ტრეტიაკი (ლაშა ლეჟავა 90+1), ვილი ისიანი, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
დინამო თბ: სტეპან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 64), აკაკი შულაია, დიმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 77), ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია (მიხეილ ერგემლიძე 77), ნიკა ნინუა;
მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მთავარი არბიტრი: გიორგი